მოსამართლემ პროკურორის აცილებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ეს არის მხოლოდ მორალურ სფეროში გადასული საკითხი და აქ პოლიტიკური მიკერძოება გამოვლენილი არ არის - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ადვოკატების მიერ პროკურორ გიორგი მუჯირის აცილების საკითხთან დაკავშირებით. 

საქმე ეხება პროკურორ გიორგი მუჯირის სატელევიზიო კომენტარს, რაც ადვოკატებმა პროპაგანდის ნაწილად მიიჩნიეს, მოსამართლის შეფასებით, ეს აცილების საფუძველი ვერ გახდება. 

"მიკერძოება ეს არის გადახრა პირის სასარგებლოდ ან საზიანოდ, რაც სამართალში ორივე შემთხვევაში დაუშვებელია. რაც შეეხება პოლიტიკურ მიკერძოებას, ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც პროკურორი სისხლის სამართლებრივ დევნას და ბრალდებას აფუძნებს არა მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე, არამედ უპირატესად პოლიტიკურ მოტივაციაზე, ნიშანზე, შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნა წარიმართოს პოლიტიკური ნიშნით, რაც კლასიკური გაგებით პოლიტიკური დევნაა, შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი საფუძველიც, თუმცა შეიძლება პროცესის დროს, ან საჯარო სივრცეში. დაცვის მხარეს პრეტენზია აქვს ამ ორი თარიღის მოხსენიებას საქმეში რა დანიშნულება აქვს. 

ბრალდების კომპონენტი მოიცავს გაკიცხვის კომპონენტსაც და იქ კომენტარში რა თარიღებიც იყო მოხსენიებული, შეეძლო თუ არა პრეზიდენტს ამ თარიღის შემდეგ ეს მომსახურება მიეღო,  ეს  მხოლოდ და მხოლოდ მორალურ სფეროში გადადის სცილდება სამართლებრივ ფარგლებს, თუმცა, ეს არის მხოლოდ მორალურ სფეროში გადასული საკითხი და აქ პოლიტიკური მიკერძოება გამოვლენილი არ არის. ტრაგედიას რომ კონკრეტული თარიღი დაუკავშირდა, ეს მხოლოდ მორალურ ნაწილში გადადის და არა პოლიტიკასთან"- განაცხადა მოსამართლემ.  

დაცვის მხარის წარმომადგენლების განცხადებით, ადვოკატების ეს შუამდგომლობა ეფუძნება მხოლოდ სუბიექტურ დამოკიდებულებას და არ გამომდინარეობს ობიექტური რეალობიდან.

საბოლოოდ მოსამართლემ პროკურორის აცილებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები