ანი წითლიძე - ზუგდიდის საკრებულო ვერ აცდება კრიზისს, დღეს სავარაუდოდ, ვერ მოხდება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა

ზუგდიდის საკრებულოში დღეს, სავარაუდოდ,  ვერ მოხდება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანი წითლიძე აცხადებს. 

მისი თქმით, გახარიას პარტიას მოუწევს არჩევანის გაკეთება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

"საკრებულოს სხდომა კანონით ღია არის, მაგრამ დღეს საკრებულოს სხდომა ჩაკეტეს და მოსახლეობა სხდომაზე დასწრებას ვერ შეძლებს, ამას აკეთებს "ქართული ოცნება", რომელიც უმცირესობაშია.  ზუგდიდის საკრებულო ვერ აცდება კრიზისს.  დღეს, სავარაუდოდ, ვერ მოხდება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. ჩვენ არ დავაყენებთ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურას და არ მივიღებთ არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობას, გარდა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისა. შესაბამისად, საკრებულოს მოუწევს თავმჯდომარის გარეშე მუშაობა, რაც გარდაუვალ კრიზისს შექმნის, როგორც საკრებულოს, ისე მერიის მუშაობაში, რადგან მერს ყველა დებულებას უმტკიცებს საკრებულო. 

გახსოვთ, როგორც წაართვეს ოპოზიციას ერთი მანდატი და სწორედ ამით შეცვალეს მყარი უმრავლესობა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გახარიას პარტიის პოზიცია. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათთან გვქონდა მოლაპარაკებები, თუმცა გაუგებარია მათი პოზიცია. მათი მონაწილეობის გარეშე ვერ ხდება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა.  მათ უნდა იცოდნენ, რომ მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება და უნდა აირჩიონ,  წარმოადგენენ ოპოზიციას, თუ მხარს უჭერენ მმართველ პარტიას", - განაცხადა ანი წითლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები