ქუთაისის საკრებულოსთან სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს. ერთ-ერთი აქტივისტის ზალიკო კუხიანიძის თქმით, ისინი საკრებულოს შეკრებას აპროტესტებენ, რადგან მერიაც და საკრებულოც არალეგიტიმურია.

მისივე თქმით, არჩევნები გაყალბდა და თვითმმართველობა ხალხის ნებას არ ასახავს. 

სამოქალაქო აქტივისტი საკრებულოს სხდომაზე შესვლას აპირებდა, თუმცა შენობაში არ შეუშვეს. 

"პასუხი მივიღე, რომ თურმე ორი დრით ადრე უნდა დავრეგისტრირებულიყავი, რაც არის ტყუილი. შეიძლება სხდომის დღეს მოხვიდე, ამოიწერო საშვი და შეხვიდე მშვიდად და წყნარად, ამიტომ მეც მოვედი, მშვიდად და წყნარად თუ არ შემიშვებენ, შევეცდები ყველანაირი ძალებით შევიდე", - განაცხადა ზალიკო კუხიანიძემ.

შენობაში შესვლის მცდელობისას ის პოლიციამ დააკავა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები