ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით აირჩია. ფარული კენჭისყრით თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი შენგელია გახდა.

მას მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა. 14 ხმა მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ბესიკ ბრეგაძემ.

კენჭისყრაში მონაწილეობა სამმა დეპუტატმა არ მიიღო. ქუთაისის საკრებულოში 2 დეპუტატი გახარიას პარტიას ყავს, ერთი დეპუტატი კი "სტრატეგია აღმაშენებელს" წარმოადგენს. 

დღესვე აირჩევენ თავმჯდომარის მოადგილეებს, ასევე დაკომპლექტდება კომისიები და ფრაქციები. 

"ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოს პლაკატებით "თავისუფლება მიშას" ესწრება.

უახლესი ამბები