თეა წულუკიანი - სად წავიდა ქალბატონი ჩარკვიანი, წამოსაკოტრიალებლად?

დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ, რუსთაველზე გახვიდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ, – ასე მიმართა საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს პარლამენტის სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში მას უსმენენ.

თეა წულუკიანი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა, რა დროსაც თაკო ჩარკვიანმა სხდომათა დარბაზიდან მინისტრს მის შეკითხვაზე პასუხის გაცემა სთხოვა.

"მე პოლიტიკოსი და პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ, მგონი საკმარისად ბევრი ვისაუბრე და კიდევ ვისაუბრებ კულტურასა და სპორტზე, მაგრამ თქვენ არ ხართ ის, ვინც მე პოლიტიკურ დებატს, დიკუსიას ან პოლიტიკოსობას ამიკრძალავს, რადგან კანონში მიწერია, რომ მე პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ. დღეს თქვენ არ გელოდით აქ, რადგან თქვენ თქვით, რომ ვინც პარლამენტში შევა, ისო, ცუდი სიტყვები გამოიყენთ“, – მიმართა ჩარკვიანს თეა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადების შემდეგ, თაკო ჩარკვიანმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

„სად წავიდა ქალბატონი ჩარკვიანი, წამოსაკოტრიალებლად? შემოვიდეს დარბაზში, სთხოვეთ დეპუტატს, რომ ჩემს პასუხებს დაელოდოს. კითხვის დასმა ყველას შეუძლია, თუმცა მანამდე ჯერ დროა. თხოვნაა, თორემ როგორ ვაკადრებ, რომ რამისკენ მოვუწოდო“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანმა სხდომათა დარბაზში დამსწრეებს თაკო ჩარკვიანის განცხადებები მოასმენინა, სადაც ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდა და აცხადებდა, რომ ვინც პარლამენტში შევიდოდა, ივანიშვილის მონა იქნებოდა.

"ლეიბებზე კოტრიალს აღარ მოგასმენინებთ. რადგან პარლამენტში შემოხვედით, ხართ სამარცხვინო, ივანიშვილის მონა, მონა ქალი იზაურა ნანახი გაქვთ ალბათ. თქვენ ხართ ერთადერთი ყველაზე ოდიოზური ქალი ოპოზიციონერი და მე თქვენ მოგასმენინებთ, რას ამბობთ ჩემზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები