ტატო ლილუაშვილი - აღარ ვუხელმძღვანელებ DMO Imeret-ს, თუმცა სხვა სტატუსით განვახორციელებ აღნიშნული ორგანიზაციის კონტროლს

ტურიზმისთვის საჭირო და აუცილებელ პროექტებს მეტი მხარდაჭერა ექნება ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში, - აცხადებს DMO Imereti-ს ყოფილი უფროსი ტატო ლილუაშვილი, რომელიც დღეს  ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე აირჩიეს.

როგორც ლილუაშვილმა Front News-ს განუცხადა, მისი პრიორიტეტები არ იცვლება და ქალაქის განვითარებისათვის ახალი ამპლუიდანაც იზრუნებს. 

"აღარ ვუხელმძღვანელებ DMO Imeret-ს, თუმცა ვრჩები ამ ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ სხვა სტატუსით განვახორციელებ აღნიშნული ორგანიზაციის კონტროლს. ვფიქრობ, რომ გამოცდილება, რომელიც დავაგროვე საჯარო სამსახურში, დამეხმარება ახალ პოზიციაზე. ამასთან, ტურიზმისთვის საჭირო და აუცილებელ პროექტებსაც მეტი მხარდაჭერა ექნება ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში", - განაცხადა ლილუაშვილმა. 

ქუთაისის ახლადარჩეულმა საკრებულომ დღეს პირველი სხდომა გამართა, აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილები.

ტატო ლილუაშვილი 2016 წლიდან ააიპ ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს, ტურიზმის ცენტრის  DMO Imereti-ად ტრანსფორმირების შემდეგ კი ამ დრომდე აღნიშნულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები