ჯანმოს მთავარი მეცნიერის განცხადებით, "ომიკრონის“ შტამი პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი მეცნიერის სომია სვამინატანის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი სხვა ვარიანტებთან შედარებით  გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა აღნიშნული ფაქტი პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს. 

ჯანმოს წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ორგანიზაცია „ომიკრონით“ ინფიცირების ყველა შემთხვევას ყურადღებით აკვირდება და იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დრომდე „ომიკრონის“ შტამით გარდაცვალება არცერთ ქვეყანაში არ დადასტურებულა. 

"დღეს ჩვენ სრულიად განსხვავებულ ვითარებაში ვიმყოფებით, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ყველაფერი დაიწყო. ახლა ჩვენ გვაქვს ყველაფერი და ვიცით, რა გავაკეთოთ, ასევე ვიცით, რა მუშაობს ეფექტიანად ვირუსზე და რა - არა“,- აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა.

მან ისიც განაცხადა, რომ პანდემიის დროს არ არის სასიხარულო, როდესაც ახალი შტამის აღმოჩენა ხდება, თუმცა იგი ფიქრობს, პანდემიის ამ ეტაპზე მსოფლიო გაცილებით უფრო კარგადაა მომზადებული გამოწვევებთან გასამკლავებლად, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ყველაფერი დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები