მეუფე იაკობი - მესიანიზმის დრო წავიდა, მესია ერთია, მაცხოვარია და სხვა ვერავინ იქნება

ჩვენ ხალხისთვის უნდა ვიზრუნოთ და არა უტოპიური რაღაცებისთვის. მესიანიზმის დრო წავიდა, მესია ერთია, მაცხოვარია და სხვა ვერავინ იქნება, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

"საქართველოს ღმერთი და ღვთისმშობელი იფარავს. არავინ დაიბრალოს თავის თავზე, მე ვიქნები თუ სხვა, რომ თითქოს, ჩვენ გარეშე საქართველო არ განვითარდება. ჩვენ გარეშეც ვითარდებოდა, ჩვენთან ერთადაც შეიძლება განვითარდეს და იმედი მაქვს, ჩვენს შემდეგაც ყველაფერი კარგად იქნება. ასე რომ, გონიერებას მოვუხმოთ. უაზრო რაღაცებზე დროს ფუჭად ნუ ვკარგავთ. მოთმინებასაც ზღვარი აქვს და ამიტომ, უნდა ვეცადოთ ჩვენს ქვეყანასა და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ!

შენდობა მაშინ მიეცემა ადამიანს, როცა მიხვდება, რომ დააშავა. ჩვენ ღმერთთან რატომ მივდივართ და აღსარებას რატომ ვამბობთ? - იმიტომ, რომ ვაშავებთ, ვაფუჭებთ. როცა ვაშავებ, ჩემს თავს ხომ ვუშავებ და სიკვდილი ხომ შემოდის ჩემში იმ ცოდვის გამო? თუ არ მივედი, აღსარება არ ვთქვი, არ ვეზიარე, თუ გამოსწორებისთვის არ ვიზრუნე, აბა, როგორ დაიწვება ჩემი ცოდვების მიმართ მიდრეკილებანი? ასე უნდა ვიფიქროთ თითოეულმა ჩვენგანმა", - მეუფე იაკობი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები