მეუფე ნიკოლოზი - მომეჩვენა ძალიან დასუსტებული, ვიდრე რუსთავში მონახულების დროს

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ განაცხაა, ის გორში წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ჩავიდა.

"დღეს გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მისი თხოვნა იყო, მე მას შევუსრულე საიდუმლოება, ახალი აღთქმის 7 საიდუმლოება არსებობს, მეექვსე საიდუმლოება, რომელიც მას არ ჰქონდა მიღებული, ეს არის ზეთის კურთხევის საიდუმლოება, ეს არის ლოცვები, მე პირადად ორი საათი მჭირდება ხმამაღალი კითხვისას, რომ მთლიანად შევასრულო, 7-ჯერ ზეთის ცხება, ასეა ცნობილი. ეს 7-ჯერ ზეთის ცხების საიდუმლოება შევუსრულე, რომლის დროსაც ადამიანის ფიზიკურად განკურნებაც ხდება და ამბობენ, რომ დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება ასეთ დროს ადამიანს, მე ღრმად მწამს, რომ ძალიან კარგად იმოქმედებს ეს მის ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ ბევრი ექიმისგან გამიგია იმ შემთხვევაშიც კი პაციენტი არ არის კონტაქტური, იმ შემთხვევაშიც კი თუ ექიმი არ არის მორწმუნე, როცა ეს საიდუმლოება სრულდებოდა ხოლმე, ყოველთვის იყო შედეგი, გადავწყვიტე, რომ ეს საიდუმლოება მისთვის შემესრულებინა, შევედი, მოვინახულე, ის ორი საათის ესწრებოდა ამ ლოცვებს და ზეთი ვაცხე", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, მას მიხეილ სააკაშვილი დასუსტებული მოეჩვენა.

"მომეჩვენა ძალიან დასუსტებული, ვიდრე რუსთავში მონახულების დროს, მაშინ უფრო კარგად გამოიყურებოდა", - აღნიშნა მეუფემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები