ნიკოლოზ ყიფშიძე - ჩემი თვალით ვნახე ისტორია, რომ დოზების გაზრდა იგეგმებოდა, თუ გაზრდილ დოზებს მიიღებდა, ვერ გამოვიდოდა სასამართლოზე

აქართველოს მესამე პრეზიდენტი მისმა პირადმა ექომმა მოინახულა. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ფსიქოტროპული პრეპარატი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის აძლევდნენ, ჰოლანდიელი ექიმების დანიშნული არ იყო. 

"მე დღეს ველაპარაკე მის პირად ექიმს ჰოლანდიაში და გავარკვიე, რომ ის იღებდა მხოლოდ 2 წამალს, ეს არ არის ისეთი ფსიქოტროპული წამლები, რომელიც გამოიყენება ფართოდ საზღვარგარეთ და ეს ჰოლანდიელი ექიმის მიერ დანიშნულება არ იყო, ეს დაინშნა რუსთავის ციხეში. მედიკამენტის მიცემა შევწყვიტეთ პარასკევს და შაბათს პირველი სასამართლოს წინ",-განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისივე თქმით, სამედიცინო ისტორიის თანახმად იგეგმებოდა დოზების დაახლოებით ათჯერ გაზრდა. 

როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი წამალს გაზრდილი დოზებით მიიღებდა, ის ვერ შეძლებდა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას.

"ეს მედიკამენტი დაინიშნა რუსთავის კლინიკაში. ეს იყო საძილე საშუალება. ამ წამლის მიღება შევწყვიტეთ პარასკევს, პირველი სასამართლოს წინ. ჩემი თვალით ვნახე ისტორია, რომ დოზების გაზრდა იგეგმებოდა. დაახლოებით ათჯერ მეტი დოზა ინიშნებოდა. ეს ითვლება საშუალოზე მეტ დოზად და გამოიწვევდა უფრო მეტ სისუსტეს და უფრო მძიმე მდგომარეობას. თუკი ის ამ გაზრდილ დოზებს მიიღებდა, ის ვერ გამოვიდოდა სასამართლოზე. ეს დოზები დაინიშნა გორის ჰოსპიტალში, ფსიქიატრის მიერ. არ ვიცი, ვინ იყო ის“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ ის კვლავ რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანონ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები