ცენტრი "ემპათია" მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დასკვნას, სავარაუდოდ, 3 დღეში გამოაქვეყნებს

ცენტრი "ემპათია" მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დასკვნას, სავარაუდოდ, 3 დღეში გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

მისი თქმით,  მესამე პრეზიდენტისათვის არასაჭირო  ნეიროლეფსიური პრეპარატების მიცემის ფაქტთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა სტრასბურგის სასამართლოს გადაეგზავნება,  ასევე წარედგინება საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველებს.

"ამ ეტაპზე გვაქვს მონაცემი, რაც იყო პირველ დასკვნაში, რომელიც გამოქვეყნდა 10 ნოემბერს და ეხებოდა წამებისა და არასათანადო მოპყრობას, ასევე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას სამედიცინო დოკუმენტაციით. ამჟამად მოგვეცა საშუალება, ადგილზე შეგვესწავლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაბამისად ამ დასკვნაში იქნება ასახული როგორც წამებისა და არასათანადო მოპყრობის მეთოდები, მათ შორის, არაადეკვატური გამოყენება ანტიფსიქოზური პრეპარატის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ანუ ის ზიანი, რაც მას მიადგა არასათანადო მოპყრობით საქართველოს ციხეებში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის საჭიროებს მულტიპროფილურ რეაბილიტაციას  და მკურნალობას. არ არის გამორიცხული, საქართველოში ეს შეუძლებელი იყოს, განსაკუთრებით, ციხეთა სისტემაში უსაფრთხოების მდგომარეობის არარსებობიდან გამომდინარე",- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა "მთავარ არხთან" საუბრისას. 

აღსანიშნავია, რომ ცენტრ "ემპათიას" პასუხად  გორის ჰოსპიტალში  მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა  განმარტა, რომ მესამე პრეზიდენტი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ, ექიმის დანიშნულებისამებრ იღებს და არავითარ ზედოზირებას ადგილი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები