ადვოკატი - ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მიხეილ სააკაშვილის დასუსტება

ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მიხეილ სააკაშვილის  დასუსტება, ან მისი გარკვეული უნარების შეზღუდვა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტისათვის მედიკამენტების გადაჭარბებული დოზით მიცემა დადასტურდება, ამისათვის საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასმართლოს წინაშე პასუხისგება მოუწევს. 

"მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე  კონსილიუმთან შეხვედრის პირველსავე დღიდან ითხოვდა ფსიქიქიატრის ჩართულობას.  ამას შემდეგ "ქართული ოცნების" ლიდერებმა მიაბეს, თითქოს სააკაშვილს ქონდა მენტალური პრობლემები.  თუმცა, არა! ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მიხეილ სააკაშვილის  დასუსტება, ან მისი გარკვეული უნარების შეზღუდვა, რომ მას ვერ შეძლებოდა სასამართლოში წარსდგომა. თუ სამედიცინო საზოგადოება და კონსილიუმი ამას დაადგენს, ეს იქნება ძალიან ძლიერი არგუმენტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  ძალიან დიდი ფასის გადახდის საფუძველი საქართველოს მთავრობისათვის სტრასბურგის სასამართლოში", - განაცხადა თუთბერიძემ.  

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით,  მესამე პრეზიდენტისათვის არასაჭირო  ნეიროლეფსიური პრეპარატების მიცემის ფაქტთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა მომზადდება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაეგზავნება,  ასევე წარედგინება საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები