ლევან სამუშია - "ქართული ოცნების" ლიდერები მაქსიმალურად ცდილობენ კონფრონტაციას, რომ დასავლეთთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი დაწვან

"ქართული ოცნების" ლიდერები მაქსიმალურად ცდილობენ კონფრონტაციას, რომ დასავლეთთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი დაწვან,  - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა. 

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების უმწვავეს განცხადებებს თვალი უნდა გავუსწოროთ და გავაცნობიეროთ საფრთხე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. 

"აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების უმწვავეს განცხადებებს სასამართლოსთან დაკავშირებით, ტირანიის შესახებ თვალი უნდა გავუსწოროთ - ჩვენი ქვეყანა გვეღუპება,   საქართველოს "მიათრევენ" რუსეთში, გასაფორმებლად, თორემ თვითონ უკვე იქ არიან დიდი ხანია, იქაური მენტალობით არსებობენ.წარმოუდგენელი რამ არის,  აშშ-ს ელჩს დაუწყებ კრიტიკას და თითქოს მას იურიდიული განათლება არ აქვს. ძალიან კარგად ახსენა დეგნანმა - იურიდიული განათლებაც მაქვს და კონსტიტუციაშიც ვერკვევიო. რა მნიშვნელობა აქვს, აშშ-ს ელჩის პოზიცია მხოლოდ ერთი ადამიანის პოზიცია ხომ არ არის? ის არის აშშ-ს წარმომადგენელი და ამ ქვეყნის პოზიციას აჟღერებს. განა,  ეს არ იციან ამათ? ეს ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობენ კონფრონტაციაში შევიდნენ, რომ შემდეგ ყველანაირი ხიდი, ყველანაირი ძაფი დაწვან დასავლეთთან დამაკავშირებელი და ასე ქვეყანა ჩააბარონ რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში,  ამას საქართველოს მოქალაქეები არ დაუშვებენ" , - განაცხადა სამუშიამ "მთავარი არხის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები