ცენტრი "ემპათია" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ცენტრი "ემპათია" მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ცენტრ „ემპათიას“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, მხოლოდ 18/11/2021 წელს მიეცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობის საშუალება გლდანის მე - 18 პენტიტენციურ დაწესებულებაში, ისეც ფაქტობრივი შეზღუდვებით. აღნიშნულის შემდეგ, კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ გავაკეთეთ მკაფიო განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლად გადაყვანასთან დაკავშირებით. 19 – 20 ნოემბრის ღამეს იგი გადაყვანილი იქნა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა პირველად გვენახა მიხეილ სააკაშვილი 27/11/2021 წელს. ჩვენს მიერ მისი მდგომარეობა იქნა შეფასებული როგორც ნეიროლეფსიური სინდრომი, ასევე გამოვლინდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, კვლავ სახეზე იყო არასათანადო მოპყრობისა და არაადეკვატური სამედიცინო ინტერვენციის შედეგადეგად შიმშილობის იძულებითი გახანგრძლივებით გამოწვეული ვერნიკეს ენცეფალოპათიის ნევროლოგიური სიმპტომატიკა.ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით, შეიცვალა ანტიფსიქოზური პრეპარატის მიღება, რომელსაც იგი არამიზნობრივი დანიშნულებით იღებდა რუსთავის მე - 12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოყოლებული 27/11/2021 წლამდე. ანტი - ფსიქოზური პრეპარატების არამიზნობრივად გამოყენება პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ, საერთაშორისო სტანდარტებით განიხილება როგორც ფარმაკოლოგიური წამების მეთოდი და ხშირ შემთხვევაში, იგი მიზნად ისახავს პიროვნების გატეხვასა და დამორჩილებას. დანიშნულების შეცვლის შემდეგ (მოიხსნა ანტი ფსიქოზური პრეპარატი და დაინიშნა მდგომარეობის კორექციისათვის შესაბამისი ტრანკვილიზატორი) მიხეილ სააკაშვილმა შეძლო სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღება.

ამავდროულად, ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფი განაგრძობს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს. მას კვლავ ესაჭიროება სტაციონარული მულტი - დისციპლინური მკურნალობა - რეაბილიტაცია, განსაკუთრებით ნეირო - ფსიქოლოგიური მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მე - 12 და მე - 18 დაწესებულებაში ცენტრი „ემპათიას“ 10/11/2021 წლისა და 12/11/2021 წლის დასკვნების შესაბამისად, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაწესებულებიდან დაწესებულებაში გადაყვანის იუსტიციის სამინისტროს მხრიდან გასაჯაროებული ვიდეო - მასალის საფუძველზე, მისდამი საქართველოს ციხეთა სისტემაში მოპყრობა ერთობლიობაში შეფასდა როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა, ფსიქოლოგიური ძალადობის, ფიზიკური ძალადობის, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების, სიცოცხლის საფრთხის გათვალისწინებით, რასაც ადგილი ჰქონდა მე - 18 - ე დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ პაციენტისადმი მტრული გარემოს გათვალისწინებით, რასაც ემატება ანტიფსიქოზური პრეპარატის არაადეკვატური დანიშვნა - მიღება. აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. თუმცა, ამ დრომდე ყველა თანამდებობის პირი დაკავებულ თანამდებობაზე რჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ციხეთა სისტემაში მიხეილ სააკაშვილის განთავსება კვლავაც მიგვაჩნია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველად და დაუშვებლად.

ამჟამად, ჩვენი 22/11/2021 წლის მოთხოვნის საფუძველზე, 06/12/2021 - ში მივიღეთ N 12 - ე და N 18 - ე დაწესებულების სამედიცინო ბარათი, ასევე, პაციენტის 28/11/2021 წ. მოთხოვნის საფუძველზე, მას გადაეცა გორის ჰოსპიტალის სამედიცინო ბარათი, რომელიც ადვოკატების მეშვეობით 04/12/2021 წელს გადმოეცა ცენტრ „ემპათიას“. შემთხვევის სირთულისა და დოკუმენტაციის მოცულობის გათვალისწინებით, ცენტრი „ემპათიას“ შემაჯამებელი საექსპერტო დასკვნა წარმოდგენილი იქნება 10/12/2021 წლისთვის. დასკვნითი ნაწილი პაციენტთან შეთანხმების შემდეგ იქნება გასაჯაროებული და ცენტრ „ემპათიაში“ ჩატარდება ბრიფინგი, რომლის ზუსტ დროს დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას. აღნიშნული დასკვნა გადაეცემა ბატონ მიხეილ სააკაშვილს და მის ადვოკატებს ადგილობრივ თუ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად, ასევე გადაეცემა საქართველოს სახალხო დამცველსა და სახელმწიფო ინსპექტორს, უკრაინის სახალხო დამცველს", - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები