მამუკა მდინარაძე - დიდი განხეთქილება „ნაცმოძრაობაში“ შესაძლებელია, კიდევ გახლეჩით დასრულდეს

ნიკა მელიას და მისი ფლანგის განცხადებები არა მხოლოდ აცდენილია სააკაშვილის განცხადებებთან, არამედ რადიკალურ წინააღმდეგობაში მოდის, ეს გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ „ნაცმოძრაობაში“ განხეთქილება შესაძლებელია, კიდევ გახლეჩით დასრულდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"ახალი ამბავი არ არის და ბევრს ვსაუბრობდით იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად დაიშლება, ეს ვარაუდია და ამის 100-პროცენტიანი სიზუსტით თქმა შეუძლებელია, მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობით, ნიკა მელიასი და მისი ფლანგის მესიჯები, საუბარი და განცხადებები არა მხოლოდ აბსოლუტურად აცდენილია, არამედ რადიკალურ წინააღმდეგობაში მოდის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ფლანგის განცხადებებთან. ეს გვაძლევს მაღალი ალბათობით ვარაუდის საფუძველს, რომ დიდი განხეთქილება „ნაცმოძრაობაში“ შესაძლებელია, კიდევ გახლეჩით დასრულდეს.

როცა მთავარ ნარატივზე ვერ თანხმდებიან, რომ სააკაშვილის ფლანგი და თავად სააკაშვილი ამბობენ, რომ ჯერ წინ უნდა იყოს დაყენებული სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა და ამავე დროს, მელია და მისი ფლანგი აცხადებენ, რომ ჯერ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს და ამის შედეგად სააკაშვილის გათავისუფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილისთვის, რომლისთვისაც კარგად არის ცნობილი, რომ ხელისუფლების ცვლილება ამ ქვეყანაში არ მოხდება და შემდეგი არჩევნები იქნება 2024 წელს და შემდეგ კვლავ ხალხი გადაწყვეტს, ამ ფონზე თეორიული მიზანი აქვთ, რომ იქნებ, სააკაშვილის გათავისუფლებას მაინც მიაღწიონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები