ქუთაისის საკრებულოსთან დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება

სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე, რომელიც 3 დეკემბერს ქუთაისის მერიასთან დააკავეს,  უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა  ვალერი თევდორაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ზაალ კუხიანიძე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა მის წინააღმდეგ საქმე არ შეწყვეტილა და სასამართლო სხდომა 22 დეკემბერს ჩაინიშნა.

"მოსამართლემ აღნიშნა, რომ საქმეში არ იდო ზაალ კუხიანიძის 48 საათით იზოლატორში მოთავსებისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია. პრაქტიკულად, გამოდის, რომ ზაალ კუხიანიძე უკანონოდ იყო პატიმრობაში. ის პირი,  რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა და უკანონოდ მიუთითებდა ზააალ კუხიანიძეს ორი დღით ადრე საშვის აღების საჭიროებაზე,  სასამართლომ დაკითხვაზე დაიბარა. სასამართლო სხდომა 22 დეკემბრისთვის ჩაინიშნა. პოლიცია გვედავება დაცვის სპეციალური სამსახურის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას", - განაცხადა თევდორაძემ.

ადვოკატის განმარტებით, სამოქალაქო აქტივისტს სპეციალური დაცვის სამსახურის წევრისათვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილს წარმოადგენს და ჯარიმას, ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ზაალ კუხიანიძე 3 დეკემბერს ქუთაისის საკრებულოსთან მაშინ დააკავეს, როდესაც მან სხდომაზე დასწრების მიზნით შენობაში შესვლა სცადა.

უახლესი ამბები