პროკურორი - მიგვაჩნია, რომ სასამართლო გამოიტანს სწორ, სამართლიან გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, პროცესზე მამუკა ხაზარაძეს უსუსური მცდელობა ჰქონდა, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული გაემართლებინა.

მისივე თქმით, მან ბრალდების მხარის კრიტიკულ კითხვებს პასუხები ვერ გასცა.

"დღეს დაიკითხა ბრალდებული ხაზარაძე. მას ჰქონდა უსუსური მცდელობა, რომ რაღაც ფორმით გაემართლებინა მის მიერ ჩადენილი ქმედებები, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდა. 

ჩვენ ვართ ბოლო ეტაპზე გასული. ჩვენ წარმოვადგინეთ უტყუარი მტკიცებულებები. მომდევნო სხდომაზე დაიკითხებიან ბრალდებულები. ჩვენ წარმოვადგენთ დასკვნით სიტყვას, სადაც ჩამოყალიბებული იქნება ის მტკიცებულებები და არგუმენტები, რასაც ბრალდება ეფუძნება. მიგვაჩნია, რომ სასამართლო გამოიტანს სწორ, სამართლიან გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2019 წლის 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 2019 წლის 27 აგვისტოს შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები