რა ეტაპზეა კვლევები „ომიკრონის“ შესახებ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განახლებული ინფორმაცია

კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელდა - ვარიანტი დაფიქსირდა საქართველოს მეზობლად, რუსეთშიც. 

არის თუ არა სხვა შტამებზე საშიში და მოქმედებს თუ არა მის წინააღმდეგ ვაქცინა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განახლებულ ინფორმაციაში ახლად აღმოჩენილი შტამის შესახებ წერია, რომ სამხრეთ აფრიკასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, „ომიკრონის“ ბევრი ასპექტის უკეთ შესასწავლად,  მეცნიერები აწარმოებენ კვლევებს.ჯერჯერობით, ზუსტად არ არის დადგენილი, არის თუ არა „ომიკრონი“ უფრო გადამდები, ვიდრე სხვა შტამები, მათ შორის - „დელტა“. სამხრეთ აფრიკაში ახალი ვარიანტით ინფიცირებულების რაოდენობა სულ უფრო იზრდება, თუმცა ეპიდემიოლოგები იკვლევენ, ეს ახალი ვარიანტის გამო ხდება  თუ სხვა ფაქტორები მოქმედებს. 

ჯანმოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, დაზუსტებით არც იმისი თქმაა შესაძლებელი, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადებას. პირველადი მონაცემები აჩვენებს, რომ სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაიზარდა, თუმცა ეს, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ინფიცირებულების ზოგადი რაოდენობის მატებით. ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული სიმპტომები სხვა ვარიანტებისგან განსხვავდება. თავდაპირველად გაჩნდა მონაცემები, რომ ახალგაზრდებში დაავადება მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა, თუმცა დაავადების სიმძიმის დადგენას რამდენიმე კვირა დასჭირდება. კორონავირუსის ყველა ვარიანტს, მათ შორის „დელტას“, რომელიც დომინანტია მსოფლიოში, შეუძლია მძიმე დაავადებების გამოწვევა და სიკვდილიც, განსაკუთრებით, ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. 

წინასწარი ინფორმაციით, „ომიკრონი“ რეინფიცირების რისკს ზრდის - ადამიანები, ვისაც უკვე გადატანილი აქვთ კოვიდი, შესაძლებელია, ახალი შტამით მარტივად დაინფიცირდნენ. უფრო მეტი ინფორმაცია რამდენიმე კვირაში იქნება ცნობილი. 

დასადგენია ასევე ვაქცინების ეფექტიანობა ვირუსის წინააღმდეგ, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი შტამის დროს ვაქცინები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ შევამციროთ მძიმე დაავადებისა და გარდაცვალების რისკი. ჯანმო მოსახლეობას ურჩევს, ვირუსისგან თავის დასაცავად, დაიცვან სოციალური დისტანცია - სულ მცირე 1 მეტრი, ატარონ მჭიდრო ნიღბები, გახსნან ფანჯრები ვენტილაციის გასაუმჯობესებლად, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, მუდმივად დაიცვან ხელის ჰიგიენა, ხველისას ან ცემინებისას სახე დაიფარონ იდაყვით, ან ხელსახოცით და აუცილებლად აიცრან, როდესაც მათი რიგი დადგება. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები