მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხვალ აქცია გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხვალ სამოქალაქო მოძრაობა აქციას გამართავს. აქციის მონაწილები 14:00 საათზე  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან შეიკრიბებიან, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში მსვლელობის გააგრძელებენ. 

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორის  ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, სამოქალაქო მოძრაობა საზოგადოების სხვადასხვა ფენებს აერთიანებს.

"პლატფორმა აერთიანებს ყველას, მათ შორის მათაც,  ვინც სულაც არ ფიქრობს, რომ მიშა არის უდანაშაულო, თუმცა არ ფიქრობს იმას, რომ დღევანდელი მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივაციისგან მის მიმართ დაცლილია.

პირველ მისამართად შევარჩიეთ პრეზიდენტის რეზიდენცია, რადგან სალომე ზურაბიშვილს აქვს რეალური ბერკეტი, რომელიც დაასრულებს ქვეყანის ორად გახლეჩას. მას აქვს ისტორიული შანსი, რომ მართლა შევიდეს ქვეყნის ისტორიაში, როგორც გამაერთიანებელი"- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები