ქუთაისი კონფერენციას "ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების კონცეფცია" მასპინძლობს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიხსნა  კონფერენცია თემაზე „ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების კონცეფცია“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე  მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქუთაისის თვითმმართველობა და გერმანიის საერთაშორისო  განვითარების  ფონდი. კონფერენციის მიზანია,  სხვადასხვა დონორის ორგანიზაციების დახმარებით,  თვითმმართველობებისთვის იმ ხედვებისა და წარმატებული გამოცდილებების გაზიარება, რომლებიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ხელისუფლებას ბიზნესის მხარდაჭერაში. 

"მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას ვმასპინძლობთ დღეს.  გაეროს განვითარების პროგრამის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად , 2 დღის მანძილზე ვიმსჯელებთ იმ მოცემულობებსა და შესაძლებლობეზე, რაც დაგვეხმარება ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაში. კონფერენციის მუშაობაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

დარწმუნებული ვარ, კონფერენციის მუშაობა იქნება წარმატებული, რაც საშუალებას მოგვცემს, შევადგინოთ სამუშაო გეგმა და ადგილობრივ  ბიზნესს მხარი დავუჭიროთ სტრატეგიული განვითარების პროცესში“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები