მამუკა მდინარაძე - რომელია სახელმძღვანელოში არასწორი, ეს ადამიანი არ იყო და არ არის მეცენატი?! არ იყო და არ არის ქველმოქმედი?!

"ნაციონალურ მოძრაობას“ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ძალიან აღიზიანებს. რომელია სახელმძღვანელოში არასწორი, ეს ადამიანი არ იყო და არ არის მეცენატი?! არ იყო და არ არის ქველმოქმედი?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ქველმოქმედება ჩაიდინა 2012 წელს.

"ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების ჟურნალისტებს არ ვეკითხები ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ქველმოქმედება ჩაიდინა თუ არა. გასაგებია რომ ჩაიდინა, მაგრამ შესაძლოა, ვიღაცამ დაგვაბრალოს, რომ ეს არის სუბიექტური ინტერპრეტაცია იმ კარგი მოვლენის, რასაც „ნაცებიც“ იბრალებენ თავის თავზე. თურმე, 2012 წელს დემოკრატიულად რომ შეიცვალა ხელისუფლება, მთლიანად „ნაცმოძრაობის“ დამსახურება ყოფილა. გავიგეთ, რომ ასეთი ინტერპრეტაციებიც არსებობს მეორე მხარეს. ამ კაცმა რომ პოლიტიკური ქველმოქმედება ჩაიდინა და ყველაზე დიდი რისკი თავისი სიცოცხლით, ოჯახის უსაფრთხოების საკითხები სასწორზე დადო 2012 წელს, ეს ვიცით და რაც უნდა სუბიექტურად ვისაუბროთ, ეს ასეა. „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების ჟურნალისტებს ვკითხე, მეცენატი არ იყო ივანიშვილი? რა თქმა უნდა, დუმილია, ქველმოქმედი არ იყო და დღესაც არ განაგრძობს? პასუხი ასევე დუმილია. თუ 2012 წელს დემოკრატიული გზით არ შეიცვალა ხელისუფლება? პასუხი ისევ დუმილია. დიახ, ეს ასეა, მაგრამ ეს ისტორიის სახელმძღვანელოში არ უნდა მოხვდეს, იმიტომ რომ „ნაცმოძრაობას“, მიშას აღიზიანებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები