3 დღით გაუჩინარებული რამიზ რამაზანოვი დმანისის საკრებულოში მივიდა და "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ განაცხადა

დმანისის საკრებულოს  3 დღით გაუჩინარებული წევრი რამიზ რამაზანოვი საკრებულოს სხდომის დაწყებამდე 3 წუთით ადრე გამოჩნდა და "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ განაცხადა. 

მისი თქმით, მასზე ზეწოლა არ ყოფილა და დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო. 

"ასეა საჭირო დმანისისათვის. ზეწოლა არ იყო, ასე გადავწყვიტე, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი გავხდე. ადამიანი ფიქრობს, ფიქრობს  და საბოლოო გადაწყვეტილებას ასე იღებს", - განუცხადა რამაზანოვმა ჟურნალისტებს. 

დმანისის საკრებულოში ოპოზიციის და მმართველი პარტიის ხმები თანაბრად იყო განაწილებული, რის გამოც  საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ვერ ხერხდებოდა.  რამაზანოვის მიერ პოზიციის შეცვლის  შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო ხმების მიღება შესაძლებელი ხდება.

უახლესი ამბები