გიგი წერეთელი - არის კომპრომისი საჭირო და რეალური სურვილი, რომ ეს მოხდეს

ამ განცხადებაში ცუდი არაფერია, ოღონდ ძალიან ძნელი დასაჯერებელია იმ რეალობის ფონზე, რომელიც დღეს გვაქვს - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ დემოკრატიის სამიტზე გაჟღერებული შერიგების ინიციატივის კომენტირებისას აცხადებს. 

მისი თქმით, საქართველოს საგარეო რეპუტაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო ამ ტიპის განცხადების გაჟღერება. 

"მოსალოდნელიც იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან იქნებოდა იმგვარი განცხადებები გაკეთებული,  რაც გარკეულწილად შეარბილებდა ალბათ, იმ სამწუხარო, ნეგატიურ კონტექსტს, რაც საგარეო რეპუტაციის თვალსაზრისით საქართველოს აქვს.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ არის კომპრომისი საჭირო, არის მართლაც პატივისცემა საჭირო, რაც ყველაზე მთავარია, რეალური სურვილი, რომ ეს მოხდეს. ამას ჩვენ ვნახავთ, ამ პროცესში. ამ განცხადებაში ცუდი რა თქმა უნდა არაფერია, ოღონდ ძალიან ძნელი დასაჯერებელია  იმ რეალობის ფონზე, რომელიც დღეს გვაქვს", - განაცხადა წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები