ბუბა კიკაბიძე - გატეხილი არ არის, ესაა მთავარი, ყველაფერი მოვუყევი

გატეხილი არ არის, ესაა მთავარი , - ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა და მომღერალმა  ბუბა კიკაბიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ესაუბრა.

"ვილაპარაკეთ იმაზე, ზელენსკი როგორ შემხვდა, ყველაფერი მოვუყევი.  ზელენსკის ვუთხარი, შენი მოქალაქეა და უნდა წაიყვანოთ, თორემ მოკლავენ. მითხრა - დღესვე დავიწყებ რეკვასო. ჩამოვიდა იმის შემდეგ სახალხო დამცველი, შემდეგ ადვოკატი. პოლონელებს უთქვამთ, ჩვენ მოგვეცით, ჩვენ მოვარჩენთ, მოვუვლით და მივხედავთო.

ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება ექნება. აქ ისეთი სისულელეები ხდება სასამართლოზე“,- განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

მისივე თქმით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი.

"არ არის კარგად, ამას კითხვაც არ უნდა, თვალებზე ეტყობ"- განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები