ივანე ჩხაიძე - იმედს ვიტოვებთ, რომ შესაძლოა, "ომიკრონი“ გარკვეულწილად პანდემიის დასასრულის მომასწავლებელი იყოს

ოპტიმისტური პროგნოზის იმედს მართლაც ვიტოვებთ, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ გარკვეულწილად პანდემიის დასასრულის მომასწავლებელი იყოს, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ომიკრონი“ თითოეულ ქვეყანაში რამდენიმე კვირაში დომინანტური ხდება.

"სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის განმავლობაში ომიკრონი ერთეული შემთხვევებიდან დომინანტური გახდა, ახლანდელი პროგნოზით დიდი ბრიტანეთში, შოტლანდიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში დეკემბრის განმავლობაში შესაძლებელია ის დომინანტური გახდეს. ეს რისკი არსებობს. მართალია, ახალი შტამი მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ის რადგან ბევრ ადამიანშია, ამან შეიძლება ზეწოლა გაზარდოს სამედიცინო სფეროზე“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები