მეუფე გრიგოლი - ეს ნიშნავს, რომ კომისიამ შეითავსა ალბათ, სასამართლოს ფუნქცია

კომისიამ უნდა შეისწავლოს საკითხი და წარუდგინოს სინოდს. თუ კომისია გადაწყვეტილებას გამოიტანს აკრძალვის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ კომისიამ შეითავსა ალბათ, სასამართლოს ფუნქცია - ასე ეხმაურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმოქმედების აკრძალვას.

მისივე თქმით, მსგავს გადაწყვეტილებებს მხოლოდ სინოდი იღებს და კომისიას ამის ლეგიტიმაცია, ვერ ექნებოდა. 

"წმინდა სინოდის სხდომაზე როგორც ჩანს, ეს საკითხი იყო დაყენებული და კომისიას დაევალა, ეს იმას ნიშნავს, რომ კომისიამ უნდა შეისწავლოს საკითხი და წარუდგინოს სინოდს. თუ კომისია გადაწყვეტილებას გამოიტანს აკრძალვის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ კომისიამ შეითავსა ალბათ, სასამართლოს ფუნქცია, ან შეიძლება სინოდმა თუ მიანიჭა, მე არ ვიცი. მე მგონი, არ ვიყავი იმ სინოდის სხდომაზე. თუ ამ კომისიას სასამართლოს უფლებები და სტატუსი აქვს მინიჭებული , მაშინ მას შეეძლო აეკრძალა საკითხის განხილვიდან გამომდინარე, მაგრამ მე არ ვიცი მისი ლეგიტიმაციისა და უფლებამოსილების საზღვრები“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

სინოდის კომისიამ 10 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის დეკანოზ ილია ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აუკრძალა და სინანულისთვის დრო მისცა. საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საკითხი სინოდის სხდომას წარედგინება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები