მეუფე იაკობი - წელიწადზე მეტია, ქვეყანას უკვე განვითარების საშუალება აღარ ეძლევა, ქუჩაში სირბილი კალიების შემოსევა ხომ არ არის

საქართველოში კაცი არ უნდა დაგვრჩეს ისეთი, რომ ნაწყენი იყოს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა შერიგებაზე საუბრისას განაცხადა.

“წელიწადზე მეტია, ქვეყანას უკვე განვითარების საშუალება აღარ ეძლევა, ქუჩაში სირბილი კალიების შემოსევა ხომ არ არის, დავჭამოთ ერთმანეთი, ისინი მოსავალს ჭამენ, ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ. რაღაც ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვნახოთ. ბევრი დგას საქართველოს მხარეს, ბევრს ჰგონია საქართველოს მხარეს დგას პირდაპირ გეტყვით, არ დგანან. არ უნდა დავასუსტოთ ჩვენი ქვეყანა. ომია, მესამე მსოფლიო ომია, მსხვერპლი გვექნება, მაგრამ უნდა ვეცადოთ ნაკლები მსხვერპლით გავიმარჯვოთ ომში. 

საქართველოში კაცი არ უნდა დაგვრჩეს ისეთი, რომ ნაწყენი იყოს, ვისაც ქართველი და საქართველო უყვარს, თორემ შეიძლება ვიღაცა იყოს შემოპარული და იმას ეწყინოს. რა მრწამსის, ეროვნების, როგორი აზროვნებაც არ უნდა გვქონდეს, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, ჩვენი საქართველოა და გავერთიანდეთ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები