ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი "მწვანე პასპორტების წინააღმდეგ“ 300-ზე მეტი მოქალაქის პეტიციის განხილვას იწყებს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა  ააიპ „ერი და სახელმწიფოს“ (ზვიად ტომარაძე) მიერ მომზადებული საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია „მწვანე პასპორტების წინააღმდეგ“  განიხილა. პეტიციის ხელმომწერთა მოსაზრებით,  მწვანე პასპორტების შემოღებას არანაირი კავშირი არ აქვს მედიცინასთან. 

"ის მიზნად ისახავს  ადამიანების დისკრიმინაციას აუცრელობის ნიშნით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა კონვენციას და სხვა ნორმატიულ აქტებს“, - ნათქვამია პეტიციაში.  როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტისთვის საინტერესოა  სხვა სამთავრობო დაწესებულებების მოსაზრებები. შესაბამისად, მისი  განხილვის პროცესში გამოიკვეთება, რამდენად არსებობს გაზიარების საფუძველი შინაარსობრივი თვალსაზრისით. 

რამდენადაც პეტიციაში არ არის მოყვანილი არგუმენტები, ზვიად ტომარაძეს კომიტეტმა შესთავაზა, წერილობითი სახით მოამზადოს არგუმენტები. 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა პეტიციის განხილვის დაწყების საკითხს. 

"მზად ვართ, 300 ადამიანის წუხილი გავიზიაროთ და ვიმსჯელოთ ამ საკითხზე არგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ კომიტეტის სხდომაზე. 

როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, პეტიციის ავტორებს  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის  ჯერ არ მიუმართავთ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები