თენგიზ წულაძე - რჩება გარკვეული პათოლოგია, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, გამოხატულია ანემია, მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა

პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. რჩება გარკვეული პათოლოგია, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, გამოხატულია ანემია, მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა -  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ ბრიგინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, კვლავ საყურადღებოა. 

"პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება. გამოხატული ნევროლოგიური სიმპომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, ასევე გამოხატულია ანემია, მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს და სტაბილურია, თუმცა გვაქვს  მოსაზრებები, რომელიც დეტალურად გავწერეთ დანართში და ეს მოსაზრებები გადაეცემა მათ  ხელზე.

25 ნოემბერს, როდესაც ვიყავით მასთან, მაშინაც გავეცით ფსიქოთერაპიის რეკომენდაციები, მაგრამ არ შესრულდა ან ვერ შესრულდა რაღაც მიზეზების გამო და ახლაც ვაკეთებთ ამაზე აქცენტს.

ფიზიკური რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ,  ნევროლოგიური დაავადებები ხშირად არ მთავრდება ერთ დღეში და ერთ კვირაში, ამიტომ ხანგრძლივად საჭიროებს რეაბილიტაციას. რეაბილიტაციას ხელს უშლის დეპრესიაც და პოსტტრავმული-სტრესული აშლილობაც და  ფსიქოთერაპია  ამ მხრივაც დაგვეხმარება, რომ რეაბილიტაცია სრული მოცულობით ჩატარდეს“, - განაცხადა ჯგუფის წევრმა.

მისი თქმით, ისინი მხარს არ უჭერენ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

"რადგან ადამიანს პოსტტრავმული-სტრესული აშლილობა აქვს, ეს გულისხმობს იმას, რომ ეს ტრავმა ზუსტად იქ მიიღო, პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველაზე მეტად გლდანში, ამიტომ იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, რადგან პოსტტრავმული-სტრესული აშლილობის მკურნალობა უნდა მოხდეს იმ გარემოში, რომელიც იმ სტრესს არ აგონებს ადამიანს, სადაც სტრესი მიიღო, - აცხადებს ნევროლოგი.

მისივე თქმით, გორის ჰოსპიტალის მედიკოსებთან ერთიერთობაში პრობლემა არ შექმნიათ.

ასევე წულაძე უარყოფს მიხეილ სააკაშვილის მიერ მედიკამენტების გადაჭარბებული დოზით მიღების შესაძლებლობას.  

"ერთი ადამიანი არასდროს არ წყვეტს ადამიანის მკურნალობას. საბოლოო პასუხისმგებელი მკურნალი ექიმია.  მას აქვს კონსულტაცია დანიშნულებაში არ გადაუტანია, თუ კონსულტაცია დანიშნულებაში არ გადადის, ის არ სრულდება. ის მაღალი დოზა მას არ მიუღია. საშიში იყო თუ არა,  ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, არც ისე 200 მილიგრამზეა საუბარი, მაშინ როცა პრეპარატის მაქსიმალური დოზა 600 და 800 მილიგრამია. ამიტომ ვერ დავარქმევთ ამას ასეთ მკვეთრ სახელს", - განაცხადა წულაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები