დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - როგორც ჩანს, ძალიან დიდი გზა გვაქვს

შეთანხმების პირველივე ნაბიჯზე, როდესაც ვისმენთ ისეთ არგუმენტებს, რომელზეც ვერაფრით შეთანხმდება ორი მხარე, წინ, როგორც ჩანს, ძალიან დიდი გზა გვაქვს - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან  შერიგების პროცესის კომენტირებისას განუცხადა. 

მისი თქმით, შერიგების პროცესი შედგება თუ არა, ეს მასში მონაწილე ადამიანებზეა დამოკიდებული. 

"როგორც ყოფით ცხოვრებაში ვართ მიჩვეული, როდესაც გავანაწყენებთ ადამიანს და რაღაცას დავუშავებთ, იმისთვის, რომ კვლავ ერთსულოვანი ვიყოთ და შევრიგდეთ, ამას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ქრისტიანული მოძღვრება მკაფიოდ განსაზღვრავს, რაც არის, ეს არის - უნდა აღიარო, რომ არ გინდოდა ამ ადამიანისთვის ზიანის მიყენება თუ წყენინება, შენდობა ითხოვო და ეს იმდენად გულწრფელი უნდა იყოს, რომ მისგან მიიღო ეს შენდობა. ეს უნდა იყოს საფუძველი დანარჩენი ყველაფრის, თორემ ისე, ინიციატივა, რა თქმა უნდა, კარგია. უბრალოდ, ვთქვი ის, რომ პირველივე ეტაპზე ჩანს, რომ გზა საკმაოდ გრძელია და პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, როგორც ჩანს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები