ირაკლი ღარიბაშვილი - დამხვდა რეალობა, რომ არ არსებობდა ვაქცინების საკმარისი მარაგი, ჩვენ ჩამოვიტანეთ 5 მილიონამდე ვაქცინა

ევროკავშირმა აღიარა ქართული კოვიდ-სერტიფიკატები და საქართველო შეუერთდა ევროკავშირის შესაბამის ერთიან ციფრულ სისტემას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულების პირველივე დღეებიდან აქტიურად დაიწყო ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა, წარმატებული მოლაპარაკებები იქნა წარმოებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, ასევე კომპანია |"ფაიზერის“ პრეზიდენტთან და ჩინეთის პრემიერთან, რათა საქართველოს ვაქცინების საკმარისი მარაგები სწრაფად მიეღო.

"სამწუხაროდ, დამხვდა რეალობა, სადაც რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში არ არსებობდა ვაქცინების საკმარისი მარაგი. მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულების პირველივე დღეებიდან აქტიურად დავიწყე ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა, წარმატებული მოლაპარაკებები ვაწარმოეთ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, პირადად მქონდა მოლაპარაკებები ვაქცინების მწარმოებელ კომპანია „ფაიზერის“ პრეზიდენტთან, ასევე ნაყოფიერი იყო ჩემი კომუნიკაცია ჩინეთის პრემიერთან, რათა საქართველოს ვაქცინების საკმარისი მარაგები მსოფლიოში იმ დროს არსებული დეფიციტის მიუხედავად რაც შეიძლება სწრაფად მიეღო. საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან მჭიდრო კომუნიკაციამ შედეგი გამოიღო და როგორც კერძო მწარმოებელი კომპანიების, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და პრეზიდენტ ბაიდენის, აგრეთვე ჩინეთის პრემიერის ხელშეწყობით, საქართველომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინები მიიღო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა და როგორც წამახალისებელი ინიციატივების, ისე არაპირდაპირი შეზღუდვების შემოღებით, ვაქცინაციის პროცესს ხელი შეუწყო. 

"ჩვენი მოსახლეობისთვის ჩამოვიტანეთ 5 მილიონამდე ვაქცინა, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 2 მილიონი დოზა „ფაიზერი“, 1 700 000 დოზა „სინოფარმი“, 1 100 000 დოზა „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ და ა.შ. მოქალაქეებს მივეცით თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ, თუ რომელი მწარმოებლის ვაქცინით აიცრებიან. ასევე, ევროკავშირმა აღიარა ქართული კოვიდ-სერტიფიკატები და საქართველო შეუერთდა ევროკავშირის შესაბამის ერთიან ციფრულ სისტემას. მთავრობამ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა და როგორც წამახალისებელი ინიციატივების, ისე არაპირდაპირი შეზღუდვების შემოღებით, ვაქცინაციის პროცესს ხელი შევუწყვეთ. დღეისთვის 2 მილიონზე მეტი აცრა გაკეთდა და  მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, ვისაც ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია ვაქცინაცია, ავიცრათ, რადგან ეს არის ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტიანი გზა დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი ახლობლები და ერთად დავამარცხოთ პანდემია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები