საფრანგეთის პოლიციამ 182 ათასი ყალბი "მწვანე პასპორტი“ აღმოაჩინა

საფრანგეთის პოლიციამ, 182 000 ყალბი „მწვანე პასპორტი“ აღმოაჩინა ქვეყანაში - მისი შემოღებიდან დღემდე. 

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, გერალდ დარმანინმა ქვეყნის ჟანდარმერიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები უკვე გამართა და მათ „მწვანე პასპორტებზე“ კონტროლის გამკაცრება დაავალა. 

საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ასევე ცნობილი ხდება, რომ ყალბი „მწვანე პასპორტების“ დამზადების ფაქტებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სამართალდამცავ სტრუქტურაში 400 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელთაგანაც ბევრი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ პირებს უკავშირდება. 

საფრანგეთმა „მწვანე პასპორტების“ პრაქტიკა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში დანერგა. აღნიშნული დოკუმენტის გარეშე ქვეყანაში აკრძალულია შორ დისტანციაზე მგზავრობა და ყველა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა.