მამუკა გამყრელიძე - ზეწოლა მიდის საქართველოზე, არ ვისურვებდი, ფაშინიანის მხრიდან "3+3" ფორმატში მონაწილეობაზე ყოფილიყო შემოთავაზება

საქართველოს და სომხეთის პრემიერების შეხვედრაში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ასპექტი - "3+3" ფორმატი, რომელშიც მონაწილეობაზე საქართველო უარს აცხადებს, თუმცა შეთავაზებები არ წყდება. უკავშირდებოდა თუ არა საქართველოში სომხეთის  პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი  "3+3" ფორმატს, - ამის შესახებ Front News-ს  პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, დიპლომატი მამუკა გამყრელიძე ესაუბრა.

- ის, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთობებია და ეს ურთიერთოები კიდევ უფრო უნდა გამყარდეს და გამტკიცდეს,  ამაში ეჭვი არავის ეპარება. შესაძლოა, ეს იყო გეგმიური ვიზიტი და ამაში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა,  ძირითადად რუტინული პრობლემებია ხოლმე გადასაწყვეტი, მაგრამ აქ  არის ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი  ასპექტი -  "3+3" ფორმატი.  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებაც იცით, რომ მიესალმებოდა საქართველოს ჩასვლას ანკარაში და ამ ფორმატში მონაწილეობის მიღებას. ეს თურქეთის  პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ შემოთვაზებული ფორმატია, ამიტომ ცხადია,  მათთვის ეს საინტერესოა.  

- პირველი შეხვედრა, რომელიც მოსკოვში გაიმართა, მართლია საქართველო მასში არ მონაწილეობდა, თუმცა იყო წარმოდგენილი საქართველოს დროშა, აღსანიშნავია, რომ პლატფორმასაც "3+3"  ჰქვია და არა სხვანაირად, ეს რაც ნიშნავს?

- ეს ნიშნავს, რომ  ზეწოლა მიდის საქართველოზე.  შესაძლოა, ეს იყო ძალიან რბილი, დიპლომატიური განცხადებებით, მაგრამ მაინც ზეწოლაა. ჩემი აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში საქართველომ მაინც უარი უნდა თქვას ამ ფორმატში მონაწილეობაზე. 

- ოფიციალური განცხადებით, ქვეყნის პრემიერებმა ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს, თუმცა რამდენად შესაძლებელია, მიმდინარე კონტექსტის გათვალისწინებით საუბარი ამ საკითხს არ შეხებოდა?  

- იყო თუ არა ფაშინიანის ვიზიტისას ღარიბაშვილთან ამ თემაზე საუბარი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.  არ ვისურვებდი,  რომ ფაშინიანის მხრიდან ამ ფორმატში მონაწილეობაზე შემოთავაზება ყოფილიყო გაჟღერებული. 

ეს კი არის ლოჯისტიკური ფორმატი და მისი მნიშვნელობა უფრო ეკონომიკური ხასიათის უნდა იყოს, ვიდრე პოლიტიკური, მაგრამ პირველ რიგში, ეს პოლიტიკური პროექტია და საქართველომ მასში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. 

იყო თუ არა ამ საკითხზე ამ შეხვედრაზე საუბარი ოფიციალურ განცხადებით  ვერ გავიგებთ,  რადგან ეს  მტკივნეული თემაა.  ამას ჩვენ კულუარებიდან თუ გავიგებთ,  მოგვიანებით.

ცნობისთვის, „3+3“ ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა.  მასში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. ექვსეულის (რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) პლატფორმა, 3+3 ფორმატი, გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ ფორმატში, რომელშიც ჩართულია რუსეთი, მონაწილეობას არ განიხილავს. მიუხედავად ამისა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუ განაცხადა,  რომ  იმედოვნებს,  3+3 პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ შეხვედრას, რომელიც  ანკარაში გაიმართება  მონაწილეობას საქართველოც მიიღებს.
 
ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები