თამარ კორძაია - სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის, რომ ეს პროცესი სახელებისა და გვარების გარეშე ვერ ჩაივლის

სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის,  რომ ეს პროცესი სახელებისა და გვარების გარეშე ვერ ჩაივლის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა  თამარ კორძაიამ  პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკაშირებით განაცხადა. 

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ შეთანხმრების პროცესის ახლა დაწყება ნიშნავს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტას გვერდს ვერ აუვლის. 

"სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღიდან ძალიან კარგად იცის რა პროცესები ვითარდებოდა ქვეყანაში, მაგრამ როცა პრეზიდენტი გახდა,  მას არ გასჩენია სამოქალაქო თანხმობის პროცესის დაწყების  სურვილი. ეს  იდეა და მოსაზრებ მას გაუჩნდა, როდესაც ეს პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა  ქვეყანაში,  მაშინ როდესაც მესამე პრეზიდენტი დაკავებული იქნა, შიმშილობდა, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას "ქართული ოცნება" არაფრად აგდებდა. ამ წუთსაც ჩვენ ვუსმენთ ექიმების დასკვნებს, რომ მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას,  შესაძლოა,  შეუქცევადი ზიანი მიადგეს და ამას სერიოზულად არ უყურებს  დღევანდელი ხელისუფლება. ამიტომ ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის,  რომ ეს პროცესი სახელებისა და გვარების გარეშე ვერ ჩაივლის. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ სახელების და გვარების ხსენებამდე, ერთ სივრცეში რაღაც საერთო ნიშნით შეიყაროს ეს პოლიტიკური სპექტრი, მერე უკვე დავინახოთ, თუ როგორ შეიძლება მყისიერი პრობლემების გადაწყვეტა. მყისიერი პრობლემაა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მკურნალობს მაშინ, როდესაც ექიმები გვეუნებიან, რომ მისი მკურნალობის შესაბამისი საავადმყოფო ჩვენ ქვეყანაში გვაქვს თუ არა საერთოდ, არ ვიცით და  რომ ის საზღვარგარეთ უნდა მკურნალობდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სალომე ზურაბიშვილმა იცის, ის სხვანაირად ამ პროცესს არ დაიწყებდა", - განაცხადა კორძაიამ "მთავართან" საუბრისას. 

მისი განმარტებით, სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება თქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ თავის პიროპნულ პოზიციაზე რჩება, მაგრამ სახელმწიფოებრივად საჭიროა ამ გადაწყვეტილების მიღება.

"შესაძლოა, მან განაცხადოს,   მზად ვარ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობის მისაღწევად გადავდგა ჩემი სურვილის საწინააღმდეგო ნაბიჯები", - აღნიშნა კორძაიამ.  

"ეროვნული თანხმობის" საკითხებზე  პრეზიდენტის რეზიდენციაში პოლიტიკოსებთან ინდივიდუალური შეხვედრები იმართება.  სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა პოლიტიკოსებს  როგორც მმართველი პარტიიდან,  ასევე ოპოზიციიდან. პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ასევე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები