თორნიკე შარაშენიძე - არ არის გამორიცხული, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციას რუსეთიდან ეხმარებოდნენ

ოკუპირებიულ აფხაზეთში  ოპოზიციის მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს მართავენ. ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ ვითარებასა და დეოკუპაციის საკითხზე  Front News-ს  GIPA-ს პროფესორი, საერთაშორისო საკითხების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე  ესაუბრა. 

- გუშინ გნახეთ კადრები ოკუპირებული აფხაზეთიდან, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები სამართალდამცველების კორდონის გარღვევას ცდილობდნენ,  რა ხდება ახლა დე ფაქტო აფხაზეთში და რას უკავშირდება ეს პროცესები?

- დე ფაქტო აფხაზეთი არ ის ძალიან არასტაბილური წარმონაქმნი, მთავრობა ძალიან სუსტია. ხოლო როცა მთავრობა სუსტია,  ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, რომ მთავრობა დაამხოს. არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციას რუსეთიდან ეხმარებოდნენ, რადგან დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია შედარებით ნაკლებად პრორუსულია, ხაზს ვუსვამ - შედარებით. ეს ვიღაც-ვიღაცებს,  მგონი,  არ აწყობთ, ამითაც არის ეს პროცესები გამოწვეული. 

- რას ფიქრობთ აფხაზეთის დეოკუპაციის გზებზე და არის თუ არა ერთ-ერთი ასეთი გზა კონფედერაციის პირობებში საქართველოს მიერ აფხაზეთის  აღიარება?

- არ არიან ისინი, როგორც მე ვიცი, კონფედერაციაზე თანახმა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ჩავლილი მატარებელია. მითუმეტეს ახლა რუსეთის მხრიდან მასზე ზეწოლა ძალზე გაზრდილია და ეს ადვილი არ იქნება. 

ადვილი იყო კონფედერაციაზე მოლაპარაკება ომამდე.  ომის შემდეგ  როდესაც გაიზარდა რუსეთის კონტროლი აფხაზეთზე, ძალიან რთულია. მითუმეტეს, რომ საქართველოს  ხელისუფლებას ეშინია ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა იმის გამო, რომ არ დააბრალონ კრემლის აგენტობა. სამწუხაროდ, კონფედერაციაზე ლაპარაკი თითქმის ჩავლილი მატარებელია, თითქმის. იმედიც არ მინდა  დავკარგო, თუმცა ამ დინამიკით კარგის არაფრის მოლოდინი არ მაქვს.

- მართალია, კონფედერაციის იდეა საქართველოში პოპულარული არ ყოფილა, მაგრამ თქვენ თუ იზიარებდით  ამ იდეას?

- საქართველოში რეალობაზე თვალის გასწორება ცოტას შეუძლია,  რეალობა  კი არის ის, რომ რაც დრო გადის, ჩვენ ამ ტერიტორიებს ვკარგავთ და რუსეთი იგდებს ხელში. 

- რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას, რუსეთის მხრიდან აგრესიული რიტორიკის გათვალისწინებით ხომ არ არის  მოსალოდნელი  მისი საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ შემოჭრა?

- ამ ეტაპზე არა მგონია რამეში ჭირდებოდეს ჩვენთან შემოჭრა, პრინციპში,  ისეთი არაფერი ხდება. ისინი შედიან იმ ტერიტორიებზე,  სადაც ეგულებათ მათდამი ლოიალურად განწყობილი მოსახლეობა, საოკუპაციო ხაზს აქეთ კი მსგავსი მოსახლეობა არ არის. უკრაინაში თუ შევლენ,  იმიტომაც შეცვლენ, რომ იციან,  იმ ტერიტორიებზე, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს,  მოსახლეობის ნაწილი მათდამი ლოიალურად არის განწყობილი. ამიტომ შეიძლება ეს გააკეთონ. ისე, რომ შევიდნენ ტერიტორიაზე,  სადაც ის არ უნდათ და აიღონ ძალიან მძიმე ოკუპაციის სასჯელი,  არ უნდათ, რაში სჭირდებათ ჩვენთნ შემოსვლა? 

- ანუ, მათთვის საკმარისია,  რასაც მცოცავი ოკუპაციის გზით ახორციელებენ?

- საკმარისია თუ არა,  ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია,  90 პროცენტით შეაჩერეს ნატოში რეალური ინტეგრაციის პროცესი. ნატოსთან დაახლოება კი ხდება, თუმცა პოლიტიკურად ნაბიჯი არ გადაგვიდგამს წინ - ტექნიკური თანამშრომლობა ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავდა, თუმცა პოლიტიკურად, მაპის მიღება რაც არის, ეს,  ჩვენ ვუყურებთ, რომ დაბლოკილია და კაცმა არ იცის, როდის მოხდება ამის განბლოკვა. 

- ხომ არ უნდა დადგეს დღის წესრიგში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა?

- ჩემი აზრით, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა არ უნდა მოხდეს, თუმცა რაღაც ფორმით რუსეთთან კონტაქტი, კომუნიკაცია,  დიალოგი რომ არის რაღაც საკითხებზე, ეს ცხადია. 

- რას იტყვით "3+3 ფორმატზე", ეს ხომ არ არის ეს ის ფორმატი, სადაც შეიძლება ეს კომუნიკაცია?

- არა ამ ფორმატში საქართველო არ უნდა ჩაერთოს, რადგან სადაც დასავლეთი არ მონაწილეობს, ის ჩვენთვის პოზიციების გამყარება რთული იქნება. მართალია ფორმატში თურქეთი არის ჩართული, მაგრამ ის გარკვეულწილად დაშორდა დასავლეთს.  სხვა ფორმით უნდა მოხდეეს კომუნიკაციის დამყარება.

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები