მთავრობას პანდემიის გამო შეზღუდვების დაწესების უფლება 2023 წლამდე გაუხანგრძლივდა

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის 22 დეკემბრის პლენარული სხდომაზე  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებზე იმსჯელა და  მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, ვინაიდან პანდემიით გამოწვეული ვითარება ქვეყნისთვის ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება,  კანონის 453 მუხლის მოქმედების ვადა, რომელიც ეხება პანდემიიდან გამომდინარე კონკრეტულ თარიღამდე გასატარებელ დროებით ღონისძიებებს, ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა, გაგრძელდება 2023 წლის 1 იანვრამდე.

კანონპროექტების ერთ-ერთი ინიციატორის და მომხსენებლის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების მიზანია, რომ 2022 წლის 1 იანვრის შემდეგაც, 2023 წლის 1 იანვრამდე, შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა,  ქვეყნის შესაბამის უწყებებს 2022 წლის 1 იანვრის შემდეგაც ექნებათ შესაძლებლობა განაგრძონ ეფექტიანი ბრძოლა კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ და კვლავ გაატარონ შექმნილი ვითარების გამკლავებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებები. ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე, დავით სერგეენკო და ირმა ზავრადაშვილი. კანონპროექტები პარლამენტმა გამარტივებული წესით განიხილა.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 77-მა პარლამენტის წევრმა, წინააღმდეგი იყო - 4.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები