"ქართული ოცნება" ბათუმის საკრებულოს სხდომაზე არ მივიდა

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს "ქართული ოცნება" არ მივიდა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ამ დრომდე არ ხერხდება.  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ სახელისუფლებო ძალასა და ოპოზიციას შორის ხმები თანაბრად - 17 /17- ზე არის განაწილებული. 

გახარიას პარტიის - "საქართველოსათვის" დეპუტატის  აკაკი გვიანიძის განცხადებით, უპრეცედენტიო შემთხვევაა, როდესაც მმართველი ძალა ბოიკოტს აწყობს. 

"წარმომადგენლობითი ორგანოების ისტორიაში გვაქვს უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სამთავრობო პარტია ბოიკოტს უცხადებს წარმომადგენლობით ორგანოს.  ეს არის უბრალოდ სასაცილო და უპასუხისმგებლობაა.  სამწუხაროა, ჩვენ ვაპირებდით დღეს კიდევ ერთი შანსი მიგვეცა პოლიტიკური ოპონენტებისთვის, გაგვეკეთებინა კონკრეტული განცხადებები და კრიზისის შესაწყვეტად კონკრეტული გეგმა შეგვეთავაზებინა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის მოწოდებული მმართველი პარტია მუნიციპალიტეტში შეიქმნას კრიზისი, სამწუხაროა, რომ ეს ბათუმს სჭირს", - განაცხადა აკაკი გვიანიძემ. 

ოპოზიცია დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე "ლელოს" წევრის ირაკლი კუპრაძის კანდიდატურის დაყენებას გეგმავდა.

უახლესი ამბები