ქუთაისის მერიას მორიგი ჯილდო "საუკეთესო პრაქტიკის" კონკურსში გადაეცა

ქუთაისის მუნიციპალიტეტმა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის კონკურსში გაიმარჯვა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ განხორციელებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის მმართველმა კომიტეტმა, 2021 წლის გამარჯვებული მუნიციპალიტეტები გამოავლინა.

საუკეთესოდ აღიარებული პროექტები 23 დეკემბერს საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციაზე დასახელდა, სადაც გამარჯვებულებს სამახსოვრო ჯილდოები და სიგელები გადაეცათ. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - "ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში’’ მხარდაჭერით გამართულ, რიგით მეოთხე ეროვნულ კონფერენციაზე, რომელსაც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა უძღვებოდა, სპეციალური პრიზები და სიგელები ქუთაისის, ფოთის, ხარაგაულის, სენაკის, ცაგერის, ზუგდიდისა და ქედის, ასევე, ბოლნისის, ბაღდათის, ლაგოდეხის, ხელვაჩაურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.

კონკურსში ქუთაისის მუნიციპალიტეტმა  მოქალაქეთა მონაწილეობის პროგრამაში გაიმარჯვა. თვითმმართველი ერთეულების პირველ პირებს სპეციალური ჯილდოები და პრიზები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ  მზია გიორგობიანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა გადასცეს. 

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, რომელმაც მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკასა და ქუთაისში ამ პროგრამის დადებით ასპექტებზე ისაუბრა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტი ამ კონკურსის სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს იმარჯვებს.

პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის, ასევე შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები