დავით ქაცარავა - ოკუპანტების მიერ გაცილებით მეტი ადამიანია გატაცებული, ვიდრე ცნობილია

ანტისაოკუპაციო რეჟიმის მიერ გაცილებით მეტი ადამიანია გატაცებული, ვიდრე ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, - ამის შესახებ "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს. 

მისი თქმით,  ოკუპანტებს კიდევ სამი ადამიანი ჰყავთ გატაცებული, თუმცა საქართველოს ხელისუფლების წამომადგენლები მათი ოჯახის წევრებს აჩუმებენ. 

როგორც ქაცარავამ აღნიშნა, ამ სამი პირის გატაცება 1 წლის წინ მოხდა და ისინი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. 

"ერთი წელია, ეს ადამიანები იქ არიან და ვფიქრობ, საჭიროა გასაჯაროვდეს, რომ ამ ადამიანებისთვის დაიწყოს ბრძოლა, მოქმედება. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა მანკიერია. ყველაფერთან ერთად, ძალიან კარგად აქვს დახვეწილი ხელისუფლებას და ზუსტად იცის, როგორ უნდა გააჩუმოს ოჯახები. ოჯახებს აჩუმებენ სამწუხაროდ, და ჩვენ შემდგომში უკვე წლის ბოლოს ვიღებთ რაღაც მშრალ სტატისტიკას, მშრალ რიცხვებს. ეს ყველაფერი ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმის სასარგებლოდ მოქმედებს, იმიტომ, რომ ხელისუფლება ამით საბოლოო ჯამში საოკუპაციო რეჟიმს უქმნის კომფორტულ გარემოს იმისათვის, რომ ოკუპანტებმა იმოქმედონ კომფორტის ზონაში, გაიტაცონ ჩვენი მოქალაქეები, გაამზადონ გეგმები ბორდერიზაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა  ქაცარავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები