შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციასთან თანამშრომლობა და ჩართვა ამ პროცესებში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა

საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაციის შემდეგ მნიშვნელოვანია, პარლამენტი ახალი წლიდან დაუბრუნდეს თავის საქმიანობას, ჩვენი საკანონმდებლო რეფორმების პროცესი უნდა ავიყვანოთ სხვა სტანდარტზე, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას შეცვლის.

პაპუაშვილის თქმით, საჭიროა, რომ 2024 წლამდე მოხდეს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის დაახლოება ევროკავშირთან და მისი განცხადებით, სწორედ ეს ამოცანები ექნება პარლამენტს გადასაწყვეტი.

ამასთან, პაპუაშვილმა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პოლიტსაბჭოს წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა კახა კუჭავას. მან მართლა რთულ პერიოდში შეძლო საპარლამენტო საქმიანობის კონსოლიდირება და შეძლო პარლამენტის საპარლამენტო ცხოვრების კალაპოტში მოქცევა. ასევე დიდი მადლობა მას პირადად იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ ერთი წლის განმავლობაში და მას შემდეგ, რაც ის თავმჯდომარე გახდა, მაშინაც განსაკუთრებით ვგრძნობდი როგორც პარლამენტის წევრი და როგორც მეგობარი. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს, დიდი მადლობა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს და პარტიის გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს.

საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაციის შემდეგ მნიშვნელოვანია, პარლამენტი ახალი წლიდან დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. ჩვენი საკანონმდებლო რეფორმების პროცესი უნდა ავიყვანოთ სხვა სტანდარტზე. საჭიროა, რომ ამ წლების განმავლობაში, რომელიც პარლამენტს დარჩა 2024 წლამდე, მოხდეს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის დაახლოება ევროკავშირთან და სწორედ ეს ამოცანები ექნება პარლამენტს გადასაწყვეტი. გარდა ამისა, იმ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც რეგიონში ასრულებს, პარლამენტს აქვს აქაც დიდი როლი. ეს რთულია, შესრულდეს ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან თანამშრომლობა და ჩართვა ამ პროცესებში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილს მომავალ კვირაში აირჩევენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები