ბორჯომში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმატებული 62 სტუდენტი დააჯილდოვეს

ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის დარბაზში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილეებმა - გიორგი ფერაძემ, ნიკოლოზ კიკნაძემ, მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,  წარმატებული 62 სტუდენტი სერთიფიკატებით დააჯილდოვეს და მიღწეული წარმატებისათვის მადლობა გადაუხადეს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლიდან ბორჯომის მერიაში სტუდენტთა წახალისების პროგრამა ამოქმედდა, რომელიც საბაკალავრო პროგრამების წარმატებული სტუდენტების ფულადი თანხით დაჯილდოებას გულისხმობს. 

ფულადი ჯილდო ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში 1000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აღნიშნული მიზნისთვის გაიცა 101 000 ლარი.

წარმატებული სტუდენტების დაჯილდოვების ღონისძიება, მუსიკალური ნომრებით სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა გაალამაზეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები