სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოთხილამურე პატრულებმა და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა მუშაობა დაიწყეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა – მოთხილამურე პატრულებმა ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაცვის მიზნით მუშაობა დაიწყეს.

შსს-ს ინფორმაციით, მათთან ერთად დამსვენებლების უსაფრთხოებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო მაშველები და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც იზრუნებენ.

მოთხილამურე პატრულებმა უკვე გაიარეს გადამზადების კურსი და 100-მდე თანამშრომელი გუდაურის, მესტიისა (თეთნულდი, ჰაწვალი) და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას განახორციელებს.

"მოთხილამურე პატრულები აღჭურვილები არიან ყველა საჭირო ტექნიკით, რათა დამსვენებლებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება გაუწიონ. 

სამთხო-სათხილამურო კურორტებზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები 2016 წლიდან მუშაობენ და ამ წლების განმავლობაში ასეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება“, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები