“მედიის ადვოკატირებისთვის” - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები რეალურ საფრთხეებს შეიცავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეებს შეიცავს, - ამის შესახებ „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

"2021 წლის 24 დეკემბერს, პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა“ მიერ სახალხო დამცველის ოფისის წინ ორგანიზებული აქციის ფარგლებში, სადაც მონაწილეები 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს ქეთი თუთბერიძეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად შესრულების შესაძლებლობა [1] არ ჰქონდა. გავრცელებული კადრებიდან, ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტი ალყაში მოაქციეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით ჟურნალისტის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა, რაც ქეთი თუთბერიძის მიმართ ძალადობის წახალისებას [2] უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის შევიწროების ერთ-ერთ მიზეზად მის მიერ მომზადებული მასალა “ალტ-ინფოს” სახიფათო იდეოლოგია [3] სახელდება. 

2021 წლის 5 და 6 ივლისს ჟურნალისტების მასობრივი დარბევის ფონზე [4] კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეებს შეიცავს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტების დაუყოვნებლივ შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FMEDIACOALITION.GE%2Fposts%2F4582684221839475&show_text=true&width=500" width="500" height="539" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>