თამარ კორძაია შალვა პაპუაშვილს - მეტ სითამამეს გირჩევთ ოპოზიციასთან კონსტრუციული თანამშრომლობის ნაწილში, რასაც კახა კუჭავა ავლენდა

"ძალიან რთული გამოწვევის წინაშე ხართ, რთული პერიოდი გელოდებათ და არ შეიძლება, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არ ვუსურვო წარმატება, თუმცა  შეუძლებელია ეჭვი არ  გამოვხატო თქვენი მოსმენის შემდეგ, რადგან თუ თქვენი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში პოლიუტიკური თანამშრომლობა უნდა შედგეს, მაშინ ერთი პრობლემა მაინც გულწრფელად უნდა დაგესახელებინათ, რა შეცდომა დაუშვით, რა არ გამოგივიდათ, კონკრეტულად რა ნაბიჯები გადადგით, რომ ეს პოლიტიკური პოლარიზაცია  შეწყდეს“ ,- მიმართა ახალარჩეულ პარლამენტის თავმდჯომარეს შალვა პაპუაშვილს უფრაქციო დეპუტატების სახელით  თამარ კორძაიამ პარლამენტის  რიგგარეშე სხდომაზე.  

მისი თქმით,  პარლამენტის თავმჯდომარეს მოხსენებაში შეეძლო ეთქვა, რას გააკეთებს  იმისათვის, რომ მომავალში ისეთი პოლარიზებული არჩევნები არ იყოს  ქვეყანაში, როგორიც   ახლო წარსულში ჩატარდა.

"კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებული შეკითხვისას, თქვენი პოზიცია  იყო აბსოლუტურად გაურკვეველი,  უფრო სწორად ეს იყო უპოზიციობა, სადაც სითამამეც არ გეყოთ გეთქვათ, რომ ეს ამ პარლამენტმა უნდა მიიღოს. პირველივე გამოსვლის ტექსტში თავი აარიდეთ საკუთარ, პერსონალურპასუხისმგებლობას, როგორც პარლამენტის პირველმა წევრმა და ასე დაწყება, მგონია სახიფათო. მეტ სითამამეს გირჩევთ მხოლოდ და მხოლოდ კონსტრუქციულობის ნაწილში,  იმ ნაწილში, რასაც ოპოზიციასთან თანამშრომლობა ჰქვია. ამას ავლენდა კახა კუჭავა და იმიტომ უხდიდნენ კახა კუჭავას მადლობას დღეს სწორედ ოპოზიციონერი დეპუტატები“, - მიმართა თამარ კორძაიამ შალვა პაპუაშვილს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები