ნინო ლომჯარია - გვქონდა მცდელობა ქალბატონ ნინოსთან დაკავშირებისაც, მაგრამ მან უარი განაცხადა ჩვენთან საუბარზე

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმთან ნინო გოგორიშვილთან შეხვედრა სურდა, თუმცა კომუნიკაცია ვერ შედგა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ასევე სურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სხვა მკურნალ ექიმებს შეხვედროდა, თუმცა მათგან შეხვედრაზე უარი მიიღო.

"გუშინ ჩავედით გორის ჰოსპიტალში. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ შევხვედროდით ქალბატონ ნინოს და სხვა მკურნალ ექიმებს თუ მორიგე ექიმებსაც, რაზეც მივიღეთ უარყოფითი პასუხი. რა თქმა უნდა, ესეც იყო ჩვენი იქ ჩასვლის მიზანი. ეს ექიმები ჩვენი პირველი ვიზიტის დროს იყვნენ ძალიან კოლეგიალურები, თანამშრომლობაზე ორიენტირებულები და გვქონდა იგივე მოლოდინი, თუმცა გუშინ ეს კომუნიკაცია არ შედგა.

გვქონდა მცდელობა ქალბატონ ნინოსთან დაკავშირებისაც, მაგრამ მან უარი განაცხადა ჩვენთან საუბარზე, ამიტომ კიდევ ერთხელ გვექნება ჩვენი მხრიდან მცდელობა. მან სავარაუდოდ უარი გვითხრა, რადგან ისეთი ემოციური მდგომარეობა ჰქონდა, რომ არ სურდა ზარებზე პასუხი და რამდენიმე მცდელობის შემდეგ უბრალოდ გათიშა ტელეფონი. თუ ექნება მას საშუალება, გაგვესაუბროს, რა თქმა უნდა, მზად ვართ, გავესაუბროთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები