ნიკა მელია - შეუძლებელია, მორალური და ისტორიული თვალსაზრისით ასეთი უპირატესობა გვქონდეს და ვერ გავიმარჯვოთ

შეუძლებელია, მორალური და ისტორიული თვალსაზრისით ასეთი უპირატესობა გვქონდეს და ვერ გავიმარჯვოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

ის პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ მისი და ამ ქვეყნის გათავისუფლება მხოლოდ დროის საკითხია. 

"მიხეილ სააკაშვილს მინდა მივმართო და დავარწმუნო  იმაში, რაშიც ის ძალიან მაგრად არის დარწმუნებული, რომ ეს ბრძოლა იმდენად დიდი უპირატესობით არის წარმართული ჩვენს მიერ, შენს მიერ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მიშა, შეუძლებელია, მორალური და ისტორიული თვალსაზრისით ასეთი უპირატესობა გვქონდეს და ვერ გავიმარჯვოთ, არა უბრალოდ ვერ გავიმარჯვოთ, არამედ გავიმარჯვოთ დამაჯერებლად ხალხის საკეთილდღეოდ. ეს ყველაფერი არის მცირე დროის საკითხი. ისტორიული გამარჯვება რომ არ მოდის დიდი ძალისხმევისა და თუნდაც მარტვილობის გარეშე,  ეს შენ ჩემზე კარგად იცი და დარწმუნებული ვარ, დავასრულებთ ამ ქვეყანაში შენი პოლიტიკური ტყვეობის საკითხს", - განაცხადა მელიამ. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მეათე დღეა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.  მისი თქმით, მასობრივი შიმშილობის აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან კვლვაც  გაგრძელდება. აქციაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობს, რამდენიმე მათგანი ჯანმრთელობის გაუარესებოის გამო საპროტესტო აქციას გამოეთიშა.
 
მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები