"საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები განხორციელდა

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით 81 ხმით მიიღო  „საერთო სასამართლოების შესახებ“  ორგანულ კანონში“ შესატანი ცვლილებები. 

ცვლილებებით წესრიგდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი, ასევე დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურის, საშტატო ნუსხასა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე მოსამართლის მიმართ გადაწყვეტილებების მიღების კვორუმთან და მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა გურამ მაჭარაშვილმა მადლობა გადაუხადა განხილვაში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს -  საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ. 

"ის, რომ თქვენი შენიშვნების რაღაც ნაწილი გავითვალისწინეთ, არის დემოკრატიისა და რეფორმების  შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები