თამარ კორძაია - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანები ახალ წელს შეხვდნენ დათრგუნულები

ვხედავთ, რომ მიხეილ  სააკაშვილი არის ხელისუფლების პირადი ტყვე,  ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს აგრძნობინონ, რომ მასზე შეუძლიათ შურისძიება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა. 

მისი თქმით,  ამ ხელისუფლების პირობებში ადამიანები არ არიან დაცული შეურაცხყოფისა და ღირსების შელახვისაგან. 

"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანები ახალ წელს შეხვდნენ დათრგუნულები და იმ განცდით, რომ ამ ქვეყანაში არავინ არის დაცული არათუ უფლებრივი თვალსაზრისით, არამედ დაცული არ არის შეურაცხყოფისა და  ღირსების შელახვისგან. 

ჩვენ ვხედავთ,  რომ მიხეილ  სააკაშვილი არის ხელისუფლების პირადი ტყვე. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს აგრძნობინონ რომ მასზე შეუძლიათ შურისძიება და გუშინდელი შემთხვევაც ამ ყველაფერის გაგრძლეება იყო. არ არსებობს სახელმწიფპო კონსილიუმის დასკვნა მიხეილლ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკაშირებით და მხოლოდ ციხის ექიმის დასკვნის სააფუძველზე",- განაცხადა კორძაიამ. 

დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამ ეს გააკეთა ასევე მიხეილ საკკაშვილის მხარდამჭერების საპასუხოდ, რომლებიც უკვე 10 დღეა, შიმშილობენ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით. 

"ხელისუფლება საერთოდ არ იმჩნევს ამ ადამიანების პროტესტს, არცერთ კომენტარს არ აკეთებს გარდა დამცინავისა. არათუ გათავისუფლება, კიდევ  უფრო ძალადობრივი პასუხი გასცა მათ",-  განაცხადა კორძაიამ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები