"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მასობრივი შიმშილობის აქცია შეწყდა

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მასობრივი შიმშილობის აქცია შეწყდა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული შიმშილობა პროტესტის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის თხოვნის საფუძველზე შეწყვიტეს. 

მოშიმშილეებს სააკაშვილის თხოვნა მისმა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ გააცნო. მესამე პრეზიდენტის განცხადებით,  თუ მოშიმშილეები შიმშილობას არ შეწყვეტდნენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას თავადაც მიმართავდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის  ნიკა მელიას თქმით,  მესამე პრეზიდენტის თხოვნას ითვალისწინებენ და შიმშილობას წყვეტენ.

მისივე თქმით, ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან.

"მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არცერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მასობრივი შიმშილობის აქცია 21 დეკემბერს დაიწყო

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები