ნიკოლ ფაშინიანი - იმის გათვალისწინებით, რომ ყაზახეთის სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება, იქ კოლექტიური სამშვიდობო ძალები გაიგზავნება

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს.

"ყაზახეთის პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ ყაზახეთის ეროვნულ უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელმწიფოების მეთაურებს მიმართა, რათა „დახმარება გაუწიონ ყაზახეთს ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები